ახალი ამბები

წალენჯიხაში პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წალენჯიხაში შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.  „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.  

ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოებულია გრიგორი მარაზლის I, II, III ხარისხის სამკერდე ნიშნით. ამის შესახებ RBC-Ukraine ოდესის მერის გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბრიტანეთის, მისი პრემიერ-მინისტრის დახმარებას. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ ბორის ჯონსონს გრიგორი მარაზლის სახელობის I, II, III ხარისხის საპატიო სამკერდე ნიშნები მიენიჭა", - განაცხადა ტრუხანოვმა. ამრიგად, ჯონსონი ავტომატურად იღებს ოდესის საპატიო მოქალაქის ტიტულს. მერის თქმით, უკრაინის მთავარი მოკავშირე და მეგობარი დიდი ბრიტანეთია.  

ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა

ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას. რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა  

თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ

1-ელ ივლისს ვენაში, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის სერდარ კილიჩისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, რუბენ რუბინიანის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. მხარეები, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ და ამ კუთხით საჭირო პროცედურების დაჩქარებას გეგმავენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ტვირთების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირება. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სხვა შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად და დაადასტურეს მათი განზრახვა გააგრძელონ ნორმალიზაციის პროცესი წინაპირობების გარეშე, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ქუთაისში მკვლელობა მოხდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.  

თურქეთმა „ამერიკის ხმას“ და „დოიჩე ველეს“ მაუწყებლობა დაუბლოკა

აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ და გერმანიის „დოიჩე ველეს“ თურქულენოვანი სამსახურების მაუწყებლობაზე თურქეთის მედიის კონტროლის ორგანომ, წვდომა შეაჩერა. რასაც მოჰყვა ბრალდება, რომ თურქეთში მედიას ცენზურას უწესებენ. თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უზენაესმა საბჭომ აამოქმედა თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც უცხოურ მედიას, რომელიც თურქულ ენაზე მაუწყებლობს ინტერნეტით, ავალდებულებს, განაცხადი შეიტანოს მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად. 30 ივნისს, გვიან საღამოს, სასამართლომ ანკარაში გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფ „ამერიკის ხმას“ და „დოიჩე ველეს“ შეეზღუდოთ წვდომა ვებსაიტებზე. თავის განცხადებაში, „დოიჩე ველე“ იტყობინება, რომ მას არ შეუსრულებია ლიცენზიის მოპოვების მოთხოვნა, რადგან ეს „თურქეთის მთავრობას ნებას მისცემდა, სარედაქციო შინაარსისთვის ცენზურა დაეწესებინა“. გენერალურმა დირექტორმა პეტერ ლიმბურგმა თქვა, რომ ამის შესახებ დაწვრილებით აუხსნეს თურქეთის რადიო და ტელევიზიის საბჭოს. საბჭოს წევრმა, ილჰან თასქიმ, რომელიც თურქეთის მთავარ ოპოზიციურ, რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში ირიცხება, განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ორი უცხოური მაუწყებლის ბლოკირებისა. საბჭოში უმრავლესობა აქვთ თურქეთის მმართველ პარტიის წარმომადგენლებს და მის ნაციონალისტ მოკავშირეებს. საბჭო ხშირად აჯარიმებს კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს. თურქეთის ჟურნალისტთა კავშირმა გადაწყვეტილებას ცენზურა უწოდა. „შეწყვიტეთ მცდელობები, აკრძალოთ ყველაფერი, რაც არ მოგწონთ, ეს საზოგადოება თავისუფლებას ითხოვს“, - დაწერა მან ტვიტერით. თებერვალში გამოცხადდა, რომ საბჭომ გამოავლინა სამი საიტი, რომლებსაც არ ჰქონდათ ლიცენზიები. მათ შორის Euronews-ი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არ მაუწყებლობს პირდაპირ თურქულ ენაზე, არ ავრცელებს ვიზუალურ ბიულეტენებს და ამიტომ მას არ ეხება ლიცენზიის მოთხოვნა. თებერვალში „ამერიკის ხმა“ აღნიშნავდა, რომ მაშინ, როცა მაუწყებლობის ლიცენზირება ნორმაა, რადგან ეთერი შეზღუდული რესურსია, ინტერნეტს არ აქვს შეზღუდული გამტარობა. „ინტერნეტში გავრცელებისთვის ლიცენზირების მოთხოვნის ერთადერთი შესაძლო მიზანი არის ცენზურის აღსრულება“, - ნათქვამია „ამერიკის ხმის“ განცხადებაში. რაც შეეხება მაუწყებლობას, „მთავრობებს აღიარებული პასუხისმგებლობა აკისრიათ სპექტრის რეგულირებაზე, რათა უზრუნველყონ მისი გამოყენება ფართო საზოგადოების ინტერესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. თბერვალში, როდესაც ლიცენზირების რეგულაცია გამოქვეყნდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ტვიტერში დაწერა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საბჭოს გადაწყვეტილებით, გააფართოოს მთავრობის კონტროლი თავისუფალ მედიაზე. საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თანჩუ ბილგიჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა თურქეთის სახელმწიფო ინგლისურენოვანი მაუწყებლის, TRT World-ის რეგისტრაცია „უცხოურ აგენტად“ კანონის მიხედვით, რომელიც განკუთვნილია უცხოური მთავრობებისთვის მომუშავე ლობისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმებისთვის. 2021 წელს, Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით, თურქეთი შეფასდა "არათავისუფალ" ქვეყნად, სადაც დაბლოკილია ასობით ათასი დომენი და ვებმისამართი. ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, თურქეთს 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილი მიაკუთვნა პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში და თქვა, რომ „ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენება კრიტიკის დასაძლევად“, მათ შორის ჟურნალისტებისთვის პრესბარათების ჩამორთმევა, ინტერნეტცენზურა, სასამართლო პროცესები და დაპატიმრებები.  

გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ივლისს დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  

ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა

ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას. რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა  

თურქეთი თურქმენეთთან სავაჭრო ბრუნვის $10 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს

თურქმენეთში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდა. ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი და თანმხლები დელეგაცია თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატირ ატდაევს თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვდნენ. შეხვედრაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს კი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ადგილობრივი პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, ოქტაიმ განაცხადა: „ჩვენი ურთიერთობა აქამდე კარგი იყო, მაგრამ ამიერიდან ის კვლავაც გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ და სოციალურ სფეროებში კიდევ უფრო გაიზრდება“. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს 72 პუნქტიან შეთანხმებას სხვადასხვა მიმართულებით: „ეს არის საგზაო რუკა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვახორციელოთ ჩვენი მიზანი და $5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა  $10 მილიარდის მოცულობამდე გავზარდოთ“, - განაცხადა ოქტაიმ.  

აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი მუშაობს ახალ სანქციებზე, რომლის თანახმადაც, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა იგეგმება. რუსეთი მსოფლიოში, ოქროს მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანაა. გასულ წელს, ექსპორტზე - 12,6 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოქრო გაიტანა. Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი მედიის ცნობით, მანამე G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიება „ძირითადად აისახება“ რუსეთის უნარზე, დააფინანსოს თავისი სამხედროები, ასევე, ოლიგარქების მცდელობებზე, რომ ფინანსური სანქციები ოქროს ზოდების შეძენით აიცილონ თავიდან. აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქცირებული რუსების კუთვნილი თითქმის 14 მილიარდი ევროს აქტივები გაყინეს. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა.

ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს - Bloomberg

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს. პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა. ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება.  

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს

უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. „ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რუმინეთში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საექსპორტო შემოსავლის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინული ექსპორტი „ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის დამატებითი წყაროა, უკრაინას კი, ძალიან საჭირო შემოსავლებს მოუტანს“. „ასე რომ, ჩვენ ორივე ვსარგებლობთ”, - განაცხადა ლაიენმა. ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო რუსეთი ამცირებს გაზის მიწოდებას ბლოკისთვის, რომელიც მხარს უჭერს კიევს მოსკოვის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის იტალია და გერმანია, დიდად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, თუმცა ალტერნატივებს ეძებენ. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს გერმანია დიდად არის დამოკიდებული მოსკოვის გაზზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოსკოვის იმპორტის წილის 55%-დან 35%-მდე შემცირება მოახერხა.

სეს-მა თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სეს-ის ცნობით, სამ ობიექტს კრიტიკული შეუსაბმობებისთვის (დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობები) შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე გამოვლინდა და დაილუქა 600 კგ-მდე მავნედ მიჩნეული ხორცი. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ბიზნესოპერატორებთან: შპს უნივერსალი, ს/კ 454407641 - ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის N32, შენობა N38 (ტემპერატურული რეჟიმისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. ი/მ - ხორცის რეალიზაცია, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ფიფიას N17 (გამოვლინდა ვადაგასული სურსათი, ცხოველის ტანხორციდან არ არის მოცილებული განსაკუთრებული მაღალი რისკის მასალა, დაილუქა 600 კგ-მდე ხორცი); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი; შპს კობა, ს/კ 435434558 - ხორცის რეალიზაცია, მის: ქ. თბილისი, ძმები ფიფიების N25 (გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების უხეში დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.  

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება

ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა.  „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა „ოლიგარქის ცნება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაცაზე მეტი თანხა, მეორე და მესამე პუნქტებია პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა, რაც არაფრით დასტურდება. პირიქით, ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ყურმილს არ იღებდა და არ გველაპარაკებოდა, რაზეც ვიყავით ნაწყენები. თქვენვე ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არ ერეოდა პოლიტიკაში, რასაც აკეთებდით თვეების განმავლობაში, არჩევნების წინ. გამომდინარე აქედან, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი არ ხვდება“, - აღნიშნა კობახიძემ. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა  

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: „სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება

„სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ისტორიაში პირველად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს მართავს. ვიდეო „დღეს საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქართული ტრადიციებისათვის ისტორიული საღამოა. „სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება. მადლობა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. სალომე ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის კონცერტი გასულ წელს, მისი ვატიკანში ვიზიტის დროს დაიგეგმა და პაპ ფრანცისკეს მადლობას უხდის. ფოტო: Twitter „შარშან, როდესაც წმინდა საყდარს ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრე, მის უწმინდესობა პაპთან შეხვედრისას ვისაუბრეთ დღევანდელი ლამაზი საღამოს დაგეგმვის შესახებ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად. დღეს ემოციური მომენტის მომსწრენი გავხდით, რომელიც ჩვენს მოგონებებში დარჩება. ჩემი უდიდესი მადლიერება პაპ ფრანცისკეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ ქართული საგალობლები შეასრულა.  

ისტორიაში პირველად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს მართავს. ვიდეო

სიქსტეს კაპელაში, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კონცერტს მართავს. საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ, კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან სიქსტეს კაპელაში ქართველები პირველად მღერიან. „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრეთ კონცერტის შესახებ, რომელსაც სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი “სიქსტეს კაპელაში” გამართავს. პრეზიდენტი კონცერტს პირადად დაესწრება“, - ნათქვამია პატრიარქის Twitter გვერდზე 25 ივნისს განთავსებულ ინფორმაციაში. თეა წულუკიანი: სიქსტეს კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება  

რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრი პირველად გაიხსნა

საპორტო ქალაქ ოდესაში ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი პირველად გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. იუწყება CNN. ოპერის თეატრის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პირველი კონცერტი უკრაინის ეროვნული ჰიმნის საზეიმო შესრულებით დაიწყო. „გუშინ, ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნულმა აკადემიურმა თეატრმა მაყურებლის წინაშე კარი გააღო“, - განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს შაბათს ეწვია, დაათვალიერა ფრონტის ხაზი და საავადმყოფო, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობდნენ. საერთაშორისო მედიის ცნობით, ოდესის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე შენობა განადგურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსახიობი ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ჟან ლუი ტრენტინიანი 92 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ France-Presse-ს მისმა მეუღლემ, მარიან ჰეპფნერ ტრენტინიანმა განუცხადა. ჟან ლუი ტრენტინიანი მჭიდრო კავშირშია 1960-იანი და 1970-იანი წლების ფრანგული ახალი ტალღის ფილმებთან. 1956 წელს მან ითამაშა ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ ბრიჯიტ ბორდოსთან ერთად. მან მთავარი როლი შეასრულა კლოდ ლელუშის ფილმში „კაცი და ქალი“ (1966 წ.), რომელმაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ტრენტინიანმა ითამაშა ბერნარდო ბერტოლუჩის ანტიფაშისტურ ფილმში „კონფორმისტი“ (1970) და ფრანსუა ტრიუფოს ფილმში „მალე იყოს კვირა“ (1983). მომდევნო წლებში მან ითამაშა კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმში "სამი ფერი: წითელი" (1994) ითამაშა. ასევე შეასრულა მთავარი როლი მიხაელ ჰანეკეს დრამაში "სიყვარული" (2012), რომელმაც მიიღო ოქროს „პალმის რტო“ მოუტანა . ჟან ლუი ტრენტინიანმა 1969 წლის კანის კინოფესტივალზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო კოსტა-გავრასის „ზეტაში“ მონაწილეობისთვის მოიპოვა.  

თეა წულუკიანი: სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

26 ივნისს სიქსტის კაპელაში, სადაც უცხოელებს ძალიან იშვიათად უმღერიათ ან კონცერტი გაუმართავთ, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გამართავს კონცერტს, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს არაერთი წლის სურვილი და გეგმა იყო. „ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ქართველი იმღერებს სიქსტის კაპელაში. მეტიც, 29 ივნისს, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც უამრავი მომლოცველი იქნება, საერთაშორისო დელეგაციები, პატრიარქის დაფუძნებული სამების გუნდი მესის დასრულების შემდეგ (მესაში, ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, რა საკვირველია არ ვმონაწილეობთ), რომელსაც თვით პაპი აღავლენს, შეასრულებენ ილია მეორეს „ავე მარია“ და სავარაუდოდ, როგორც ბატონი სვიმონ ჯანგულაშვილისგან ვიცით, „შენ ხარ ვენახიც“. როგორც სიქსტის კაპელაში გამართული კონცერტი, ასევე საზეიმო მესა გადაიცემა კათოლიკურ სამყაროში პირდაპირი ეთერით. ეს არის ისტორიული მოვლენა და, ვფიქრობ, არავინ გვიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ყველა ის თემა, რასაც შეიძლება განვიხილავდეთ, არის უფრო პატარა, ვიდრე ის, რასაც ახლა ველოდებით დიდი სიხარულით“, - განაცხადა წულუკიანმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატრიარქის ამ სურვილის ასრულებაში შეიტანა წვლილი.  

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ მისი კოლეგა მანანა ბერიკაშვილი იუწყება. ბიოგრაფიული ცნობები რეჟისორის შესახებ: დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო. 1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან იყო სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი (მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა) ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის; 2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 – საქართველოს სახალხო არტისტი. 1997 წელს მიღებული აქვს „ოქროს სოფიტი“, სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში „რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი“ ჟან ანუის „ანტიგონეს“ დადგმისთვის. თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი).