საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ივლისს დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  

სახალხო დამცველის შეფასებით, მოძრაობა, „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებზე თავდასხმები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიმ მოძრაობა, „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილეების მიმართ შესაძლო თავდასხმებზე განცხადება გამოაქვეყნა. ლომჯარია, ასევე თსუ-ს „მაღლივ კორპუსში" მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „დღეს და გუშინ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობებისა და მასში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების შესახებ. კერძოდ, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოსახლეობას ხვდებიან, საქმიანობის განხორციელებაში ადგილზე მობილიზებული აგრესიული ჯგუფები უშლიან ხელს. ერთ-ერთ მსგავს ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსშიც", - ნათქვამია სახალხო დამცველის  განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, გასათვალისწინებელია, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები, ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულს კი შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები, ხოლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. ამავდროულად, როგორც ომბუდსმენი აცხადებს, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება, დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელთან დღეს, 30 ივნისს მომხდარ ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. დღეს დილით, 3 ივლისის აქციაზე სტუდენტების მისაწვევად, ახალგაზრდები ბუკლეტებს არიგებდნენ, რაშიც მათ ხელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა შეუშალეს. ადგილზე ისმოდა უხამსი სიტყვები და მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

კელი დეგნანი: შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად

შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ, - საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს. კელი დეგნანი დღევანდელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველდღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა.შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე.  ასევე წაიკითხეთ: „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს. ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს ინფორმაციას. „პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. „დღეს სახალხო მოძრაობა #შინევროპისკენ გამართავს სტუდენტებთან შეხვედრას. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუღძღვებიან. მისამართი: დედაენის პარკი, 16:00 საათი. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება. ჩვენი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მშვიდობიანია და გამორიცხავს ძალადობის ელემენტებს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან, ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. „NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით ენახათ ის უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. სტუმრები გაეცნენ თუ  რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე უწევს ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფრთხეების და პრობლემების დაძლევისთვის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აუცილებელია პირველ ყოვლისა ალიანსის შემდგომი გაფართოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.  

კელი დეგნანი: ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში ლგბტ საზოგადოების პრობლემებს გამოეხმაურა. ამერიკელი დიპლომატი „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში კინოჩვენების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული „ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ის გამოწვევები და პრობლემები, რის წინაშეც დგას საქართველოში ლგბტ საზოგადოება. მოგეხსენებათ, ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანების უფლებები აქვს პრიორიტეტულ რანგში, საგარეო პოლიტიკაში და მთავარი აქ გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მას ეპყრობოდნენ ღირსებით, ჰქონდეს თავისუფალი ცხოვრება შიშის გარეშე. მათი ეს უფლება არანაირად არ შეურაცხყოფს სხვის უფლებას, არ ლახავს სხვის კულტურას ან ტრადიციას. აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც განმტკიცებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე საქართველოს კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების კონვენციაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საკითხი დგას ასე, ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  „თბილსი პრაიდის“ კვირეული 28 ივნისს გაიხსნა.  

2021 წელს საქართველოში, 9000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2020 წელს - მიზეზები

2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. (2020 წელს 50 537). გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები ჭარბობს, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37.0 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი). ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ასაკთან მიმართებაში, გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით იცვლება. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა. 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19).  

პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია

გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, - ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.   "გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია. მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან იყო. ბიძგების სიძლიერემ 3.1 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.  

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. ამასთან, სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. "ჩვენი უკიდურესი მოთხოვნაა ხელფასების მატება. ჩვენ გვინდა პრემიერ-მინისტრს ხმა მივაწვდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად ჩაერევა და ადეკვატურ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.  

აშშ-ის საელჩო: აშშ მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას

დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას, მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის ბრძოლაში, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ამ თვეში ჩვენ ლგბტქი+ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები ისეთებს გიღებთ, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას, მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის ბრძოლაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს.  

„თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში კინოჩვენების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული

„თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს. ჩვენებას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. „პრაიდის კვირეული სამი ღონისძიებისგან შედგება. პირველი ღონისძიებაზე გაიმართება ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სველი ქვიშა”. მეორე ღონისძიება იქნება კონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები აღმოსავლეთ ევროპიდან და სამხრეთ კავკასიიდან. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საუბარი იქნება საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. მესამე ღონისძიება კი იქნება “პრაიდ ფესტივალი”, სადაც შეიკრიბებიან ლგბტ ადამიანები და მათი მხარდამჭერები.მოეწყობა სხვადასხვა გამოფენები, გაიმართება კონცერტი და ამ დახურული სოციალური და კულტურული ღონისძიებებით აღვნიშნავთ ლგბტ თემის ღირსების კვირეულს”, - განუცხადა ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა მარიამ კვარაცხელია. იქვე იმყოფებიან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. საპროტესტო აქციას „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება“, „ალტ-ინფო" და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ მართავს. „თბილისი პრაიდი” დაგეგმილი ღონისძიებების გამართვას დახურულ რეჟიმში აპირებს, თუმცა „პრაიდის” მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კვირეული გამართვის საშუალებას მათ არ მისცემენ. ცნობისთვის, თბილისი პრაიდის კვირეულის შესახებ განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშბულია, რომ 28 ივნისს პრაიდის კვირეული იხსნება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები: სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრის შეფასებით, „რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა ციხეში სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. ამის შესახებ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელსაც PACE-ს წევრები აწერენ ხელს. განცხადების ავტორები შეშფოთებულები არიან, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა. „სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს“, - აღნიშნულია ტექსტში. „ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებული მდგომარეობით და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. სააკაშვილის მძიმედ დაავადების ან გარდაცვალების შემთხვევაში ამ პროცესს საფრთხე დაემუქრება", - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.  მას ხელს აწერენ „ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის წარმომადგენელი, პოლონელი პოლიტიკოსი, ალექსანდრე პოციე, იტალიელი პოლიტიკოსი მარინა ბერლინგერი, „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი, რუმინელი იულია ბულა, უკრაინელი პოლიტიკოსი ლესია ვასილენკა, „ევროპის კონსერვატორთა ჯგუფი და დემოკრატიული ალიანსი“ წევრი, ბრიტანელი იენ ლიდელი-გრეინჯერი და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. საპატიმროში შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ოჯახი და მისი თანაგუნდელები ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, მთავრობა თვლის, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.

კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

კლინიკა „ვივამედი” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა. კლინიკა მოუწოდებს, ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. „პააციენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედში“ შემოყვანილი იქნა მიმდინარე წლის 12 მაისს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგებისა და ექიმ-სპეციალისტთა მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, იგი მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში სტაციონარული ზედამხედველობის მიზნით. საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული (მათ შორის, მაგნიურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა. კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები „ლოდინის“ საშუალებას გვაძლევდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა: ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები - უარყოფითი დინამიკის გარეშეა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები - ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას, რეკომენდირებულია დინამიკაში დაკვირვება. მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვივამედს“ არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ - არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი. ყოვლად მიუღებელია კლინიკაზე და კლინიკის ექიმებზე ზეწოლა, მათ კომპეტენციებში ეჭვის შეტანა და პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციების გავრცელება. გულდასაწყვეტია და კითხვის ნიშნებს ბადებს ცალკეული ექიმების მხრიდან რეალობას მოწყვეტილი ისტერიული ინფორმაციის ტირაჟირება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება, მდგომარება არის კრიტიკული და ა.შ. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”,- ნათქვამია ინფორამცაიში, რომელსაც კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს  

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სოფელ გომბორში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სოფელ გომბორში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაღუპულ მებრძოლის გამოსამშვიდობებელი სიტყვა წაუკითხა მწერალმა ერეკლე საღლიანმა. ცნობისთვის, ალუდა ზვიადაური, სოფელ გომბორში, მშობლიურ სახლში 26 ივნისს გადაასვენეს. ის უკრაინაში ფრონტის ხაზზე რამდენი კვირის განმავლობაში იბრძოდა. ზვიადაური სევეროდონეცკში იმ დროს დაიღუპა, როდესაც დაჭრილების გამოყვნას ცდილობდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს  

COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა

გასული ერთი კვირის (20.06.2022-26.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 404 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 57 457, „პისიარ“ ტესტით – 5 847. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 1,67%. წინა კვირის (13.06.2022-19.06.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 482 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.  

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა და დასაქმებული პერსონალის დროულად გამოცხადებისა და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე.  

ლარსის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), ჩატარებული ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტი დროებითი გზის საშუალებით იმოძრავებს, პარალელურ რეჟიმში კი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიგეგმება და ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა და ამ დრომდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში კაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება. მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს“,- აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ